1. პროექტის სახელი: გრიგოლ ხანძთელი-უდაბნოთა ქალაქმყოფელი
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების გზა, მისი როლი ქვეყნის გაძლიერება-აყვავებაში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ, შეაგროვებენ მასალებს ტაო-კლარჯეთის შესახებ ლიტერატურიდან, ისტორიიდან, ინტერნეტის საშუალებით.გაეცნობიან ისტორიულ წყაროებს. შესაძლებელია ექსკურსიაც ტაო-კლარჯეთში (სურვილისამებრ ) „ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი ,სანატრელი გრიგოლ“ თავისი სიწმინდით, სულიერი სიმაღლით კაცსა და ღმერთს შორის შუამავალი ხდება, პირადი თუ მის მოწაფეთა მიერ აღსრულებული ღვაწლით, სამონასტრო მშენებლობითა და მოსახლეობის განსწავლით ყველას უჩვენებს ცათა სასუფეველის გზას. წმინდა გრიგოლ ხანძთელი ნამდვილად იყო ჩვენი მამულისა თუ სარწმუნოების ფერფლიდან აღმდგენელი.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, მოსწავლეთა დამოკიდებულება სხვადასხვა თვალსაზრისზე. მხატვრული ნაწარმოების შეფასება ისტორიული, კულტურული და ლიტერატურული ტრადიციების გათვალისწინებით. ისტორიულ წყაროებზე მუშაობა. რეფერატი, ფოტო -აუდიო მასალა, პრეზენტაცია, ალბომი, ბლოგზე განთავსება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:რეფერატი, ფოტო-ვიდეო მასალა ბლოგზე.
8. სარგებელი სხვებისათვის: ეპოქის შესწავლა, მოძიებული მასალის პრეზენტაცია სხვადსხვა ფორმით.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. ისტორია, რელიგია, გეოგრაფია.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნანა ოკუჯავა
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:nana.okujava8@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nana.okujava8@blogspot.com